
Post Excavations

4/15/26
არტეფაქტების 3D სკანირება
რაბათის ნამოსახლარზე აღმოჩენილი კერამიკული ჭურჭლის 3D სკანირება შესაძლებელს ხდის არტეფაქტების დაზიანების გარეშე მათი ზუსტი ციფრული მოდელების შექმნას. ეს საშუალებას იძლევა დეტალურად იქნეს შესწავლილი ჭურჭლის ფორმა, დეკორი და დამზადების ტექნოლოგია. აღნიშნული მეთოდის გამოყენება უზრუნველყოფს მონაცემების გრძელვადიან დაცვასა და შენახვას, მათ გავრცელებას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში, ასევე მათ გამოყენებას კვლევითი, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი პოპულარიზაციის მიზნებისთვის.
4/15/26

4/2/26
პალინოლოგიური კვლევა
რაბათის ნამოსახლარის შესწავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მისი პალინოლოგიური კვლევაა. იგი შეისწავლის გათხრების შედეგად მოპოვებულ ნივთებზე ან შენობის იატაკზე არსებულ უხილავ მცენარეთა და სხვა ორგანული ნივთების მტვერს. ამ პატარა ნაწილაკების მიკროსკოპით შესწავლა არქეოლოგებს ეხმარება აღადგინონ წარსულის ბუნება და ადამიანის საქმიანობა. რაბათის ნამოსახლარზე პალინოლოგიურ კვლევას ატარებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ინგა მარტყოფლიშვილი. […]
4/2/26

ArchaeologyDr. David Brown
3/25/26
ძველი საიდუმლო სამხედრო აეროფოტოსურათები არქეოლოგიური ობიექტების იდენტიფიცირებაში გვეხმარება
1964 წელს CORONA-ს პროგრამის ფარგლებში გადაღებული საიდუმლო ამერიკული სამხედრო აეროფოტოსურათები, 1973 წლის ანალოგიური საბჭოთა სამხედრო აეროგადაღების მასალები და Google Earth-ის ყველაზე ადრეული, 2003 წლის მონაცემები უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს დავადგინოთ, თუ როგორ შეიცვალა სოფელ ძველის არქეოლოგიური ლანდშაფტი გასული საუკუნის განმავლობაში სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად. ეს მონაცემები ასევე საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ არქეოლოგიური ძეგლები და ობიექტები, რომლებიც […]
3/25/26